15:02 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-07 17:10:16, 727 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - დღეს ერთადერთი სწორი გზა სწორედ ფართო პოლიტიკური ამნისტია, ანუ ე.წ მილენიუმის აქტია

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას განცხადებით, მომავლისთვის ქვეყანას ფართო, პოლიტიკური ამნისტია, ანუ ე.წ. მილენიუმის აქტი სჭირდება, რომელიც 2000 წლიდან დღემდე პერიოდზე გავრცელდება და სამივე ეპოქას მოიცავს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია შეთანხმება იმაზე, თუ რა სჭირდება ქვეყანას მომავლისთვისა და განვითარებისთვის.

„ორიოდე სიტყვა "შერიგებაზე". ეს სიტყვა საერთოდ გაუგებარია. ჯერ ერთი, შერიგება ვერ იქნება კოლექტიური. მეორე, ვერავინ ვერავის ვერ აიძულებს შერიგებას. ასევე, უადგილო ფრაზაა მონანიება, მით უმეტეს, როცა ერთი მხარე, ხელისუფლება, როგორც ინკვიზიტორი "მოგიწოდებს", სინამდვილეში გაიძულებს სინანულს, თან ის მხარე, რიმელსაც თვალში "შენზე დიდი დირე აქვს", რომელსაც არ იმჩნევს. მარტივად, სინანულის მომწოდებლად არც მე გამოვდგები, არც კობახიძე და არც საპატრიარქო, ისევე როგორც შერიგებისკენ მომწოდებლად გამოდგება ოპოზიცია. ჩვენნაირ ქვეყანაში შერიგებისკენ მოწოდებას ხელისუფლებისგან აქვს ფასი, ოპოზიციას ეს ყოველთვის სისუსტედ ჩაეთვლება.

მაშ რაზე ვსაუბრობთ? ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ ვერასდროს შევთანხმდებით წარსულზე და დღევანდელობაზე, ამ წარსულის ისტორიული შეფასების დროც კი არ დამდგარა ჯერ, მითუმეტეს აწმყოსი. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, თუ რა სჭირდება ქვეყანას მომავლისთვის, განვითარებისთვის!

მომავლისთვის კი ამ ქვეყანას სჭირდება ფართო, პოლიტიკური ამნისტია, ანუ ე.წ. მილენიუმის აქტი, რომელიც 2000 წლიდან დღემდე პერიოდზე ვრცელდება და სამივე ეპოქას მოიცავს.

რატომ გვჭირდება ეს?

იმისთვის რომ მომდევნო მთავრობამ იგივე კლანით არ ასამართლოს წინა მთავრობები, რასაც შედეგად არა სამართლიანობა, არამედ პოლიტიკურ პოლარიზაცია მოაქვს. ამით მივცემთ სასამართლოს ამოსუნთქვის და ფეხზე დადგომის შესაძლებლობას, ქვეყანას კი - მომავალზე ფოკუსირების.

ამნისტია არ გავალდებულებს ვინმე უდანაშაულოდ მიიჩნიო. ამნისტია, აქტია რომლითაც სახელმწიფო პრიოროტეტს საზღვრავს, რა გზით იაროს საზოგადოებამ.

დღეს ერთადერთი სწორი გზა სწორედ ფართო პოლიტიკური ამნისტია, ანუ ე.წ. მილენიუმის აქტია

მე ასე მესმის ეს პროცესი და ვფიქრობ, ამ თემაზე საგნობრივი მსჯელობის დროც მომწიფდა“, - წერს უგულავა „ფეისბუქის“ გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics