11:52 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-07 12:08:19, 796 ნახვა

სამართალი
ნოემბერში უკანონო ტყითსარგებლობის 471 ფაქტი გამოავლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 471  ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

უწყების ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 224 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამცხე-ჯავახეთში  დაფიქსირდა 61 სამართალდარღვევა, იმერეთში - 39, ქვემო ქართლში - 36, აჭარაშიც - 36, შიდა ქართლში - 23, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 22, მცხეთა-მთიანეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 10, გურიაში კი 9  სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3 152 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 68 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics