|
2021-12-06 19:51:27, 759 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: 2022 წლის ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯებისთვის გათვალისწინებულია 5,9 მლრდ ლარი
„ქვეყნის 2022 წლის ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯებისთვის გათვალისწინებულია 5,9 მლრდ ლარი. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მაქსიმუმია“ - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ჩართვისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა - ლაშა ხუციშვილმა. მისივე თქმით, 2022 წლის ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯებისთვის გათვალისწინებულია 5,9 მლრდ ლარი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მაქსიმუმია. მან ისაუბრა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელიც გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით. „პირველ რიგში, ეს არის ჯანდაცვის მიმართულება, სადაც ამოქმედდება მთელი რიგი ახალი პროგრამები. გარდა ამისა, სოციალური მიმართულებითაც ჩამონათვალის ფართო სპექტრია წარმოდგენილი, რომლის დაფინანსებაც ასევე გაიზრდება. ეს მოიცავს საპენსიო თანხების ზრდასაც. მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც სოციალურად დაუცვლ ოჯახებში ბავშვების ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს, რომლის დროსაც თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით თანხა გაიცემა. ამ მიმართულებით ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსება; რეგიონული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და წყალმომარაგების სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული თანხები", - განაცხადა ხუციშვილმა. მისი თქმით, დაფინანსება იზრდება განათლების სექტორშიც. კერძოდ, 190 მლნ ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის აღსადგენად ამ მიმართულებით. მომავალ წელს ჩOVID-19-ის მართვისთვის გათვალისწინებულია 500 მლნ ლარი.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)