16:07 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-03 16:04:58, 726 ნახვა

პოლიტიკა
ლიზა იასკო - თუ მიხეილ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ ის უკრაინას, ჩვენ გვჭირდება

თუ მიხეილ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ ის უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. 

ლიზა იასკომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა და შეხვედრისას იძულებული გახდა, რამდენჯერმე დაწოლილიყო.

„მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა, ის იძულებული გახდა რამდენჯერმე დაწოლილიყო და დაესვენა, ის სუსტადაა, სამწუხაროდ. ის მოკითხვას უგზავნის, პირველ რიგში, ჟურნალისტებს, რომლებიც ამ ცივ ამინდში იცდიან და აშუქებენ პროცესებს. რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ გუშინდელმა სასამართლომ გვაჩვენა, რომ საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ არის ბრალდებები და როგორც ჩანს ხელისუფლებას სურს მიხეილ სააკაშვილის მოკვლა და სურს მიუსაჯონ მას პატიმრობის მრავალი წელი. თუ მიხეილ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ ის უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება,“- განაცხადა ლიზა იასკომ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics