16:51 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-03 12:25:57, 871 ნახვა

პოლიტიკა
ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო

ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას პატივი მიაგეს და სხდომაზე მისი ფოტოები გაშალეს.

საკრებულოს პირველი სხდომა ზუგდიდი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა გახსნა. სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი გაუძღვება. სხდომაზე დღეს უნდა აირჩიონ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.

ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი „ნაციონალურ მოძრაობას, 20 მანდატი „ქართულ ოცნებას“, 3 მანდატი კი, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ აქვს მოპოვებული.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 24 ნოემბერს აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლისა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ.

 

ფოტო - მთავარი არხი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics