10:55 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-03 10:32:52, 733 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ისტორიული დღეა - საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა

„ჩვენთვის დღეს ისტორიული დღეა -  საქართველო პირველად აირჩიეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად, რაც ჩვენი ქვეყნისთვის  ძალიან დიდი გამარჯვება და დიდი აღიარებაა" - ასე შეაფასა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა მადრიდში გამართულ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველო, თავისი ისტორიის მანძილზე პირველად, 4 წლის ვადით გახდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს უჩნდება ძალიან ძლიერი ბერკეტები და ინსტრუმენტები იმისთვის, რომ გაიმყაროს პოზიციები საერთაშორისო ტურისტულ არენაზე და საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიო ტურიზმის განვითარებაში.

„რა თქმა უნდა, ამით, ერთი მხრივ, მყარდება ჩვენი პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე და მეორე მხრივ, საქართველოს უჩნდება ძალიან ძლიერი ბერკეტები და ინსტრუმენტები იმისთვის, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიო ტურიზმის განვითარებაში. ჩვენ ქვეყანას შეეძლება  ჩართული ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც, რა თქმა უნდა,  ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, ჩვენი ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის სწრაფად აღდგენას და გაძლიერებას" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს მტო-ს მმართველ ორგანოს, რომელიც უზუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს. საქართველო თავისი სტრატეგიული  ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შეძლებს დაიცვას როგორც შავი ზღვის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების ინტერესები ტურიზმის განვითარების მიმართულებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი 19 წლის შემდეგ პირველად სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება
WSJ: ტრამპმა ირანის გრძელვადიანი ბლოკადისთვის მზადების ბრძანება გასცა
მეფე ჩარლზი აშშ-ის კონგრესისადმი: უკრაინის მხარდაჭერის ურყევი ვალდებულებაა საჭირო
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics