17:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-02 12:42:50, 494 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლემ მხარეებს სხდომის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდა

საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის, ე..წ პიჯაკების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მხარეებს მიმართა და პროცესის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებიკენ მოუწოდა.

როგორც მან აღნიშნა, მოსამართლის მითითება პროცესზე წესრიგის დასაცავად, არის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი.

„მოგიწოდებთ მაქსიმალურად პროცესის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებისკენ. იყავით კორექტულები და პატივი ეცით ერთმანეთს. ყოველგვარი ამ წესის დარღვევა იწვევს წესრიგის დარღვევას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შემიძლია, გამოვიყენო კანონით გათვალისწინებული ზომები. მაქსიმალურად მობილიზებულია სასამართლო, რომ პროცესი კონსტრუქციულ გარემოში წარიმართოს, მაგრამ მხარეებმა უნდა შემიწყონ ხელი. ეს არ უნდა იყოს იმგვარი, რომ მე გამიჭირდეს მოწოდების გარეშე თქვენი დაწყნარება და საპროცესო ზომები გამოვიყენო. ამისთვის მე მოწადინებული და მონდომებული არ ვარ“, – განაცხადა ბადრი კოჭლამაზიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში თანხის გაფლანგვის  ე.წ პიჯაკების საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ორივე ბრალდებული ესწრება. პროკურატურა მათ საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics