14:06 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-02 10:26:22, 1063 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვი აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს რუსეთის დასატოვებლად ვადას 31 იანვრამდე აძლევს

რუსეთი აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც ოფიციალური მისიით უკვე სამ წელზე მეტია იმყოფებიან ქვეყანაში, ქვეყნის დასატოვებლად ვადას 2022 წლის 31 იანვრამდე აძლევს. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ აღნიშნული საპასუხო ნაბიჯია რუსეთის მხრიდან აშშ-ის მისამართით, რომელმაც მიიღო გადაწყეტილება რუსი დიპლომატების ქვეყანაში ყოფნის ვადებთან დაკავშირებით.

„როიტერი“ წერს, რომ აღნიშნული ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც გასულ კვირას აშშ-ში რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ 27 რუსი დიპლომატი და მათი ოჯახი გააძევეს ქვეყნიდან და მათ აშშ-ის  დატოვების ვადა 2022 წლის 30 იანვრმდე მისცეს.

„ჩვენ ვაპირებთ შესაბამისი პასუხიხს გაცემას. აშშ-ის თანამშრომლებმა, რომლებიც სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ მოსკოვში, რუსეთი 31 იანვრამდე უნდა დატოვონ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics