14:03 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-30 19:56:23, 1227 ნახვა

მსოფლიო
სქიიღუმენ სერგის, რომელიც პუტინს და პატრიარქს წყევლიდა ამისთვის 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს სქიიღუმენ სერგის, რომელიც, კრემლის ხელისუფლების და პატრიარქ კირილეს მკვეთრი კრიტიკის გამო, მანამდე რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი რიგებიდან გარიცხა. სასჯელს მიუღებელი სასულიერო პირი კოლონიაში მოიხდის.

სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო იმაში, რომ ქადაგების დროს თვითმკვლელობის ჩადენაში არწმუნებდა მონაზვნებს, თვითნებობდა და ხელს უშლიდა რელიგიური ორგანიზაციის მუშაობას.

სასამართლოს აზრით, რომანოვი „თვითნებურად ცხოვრობდა მონასტერში“ და აბრკოლებდა ეკატერინბურგის ეპარქიის წარმომადგენლების შესვლას მონასტრის ტერიტორიაზე“. ამას გარდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასულიერო პირს განხეთქილება შეჰქონდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, როდესაც ვაქცინაციას ჩიპირებას ადარებდა.

იგი ღიად დაუპირისპირდა რუსეთის საერო და საეკლესიო ხელისუფლებას. სქიიღუმენმა სერგიმ უარი თქვა, შეეწყვიტა ღვთისმსახურება მის მიერ კონტროლირებად მრევლში, განდევნა ეკლესიიდან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი ლოიალურად განწყობილი წინამძღვარი და დაიწყო ქადაგება, რომელშიც ანათემას გადასცემდა სახელმწიფოს ხელმძღვანელობას, მათ შორის, ვლადიმირ პუტინს. სქიიღუმენმა სერგიმ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო რეფერენდუმის წინააღმდეგაც გაილაშქრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics