18:37 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-29 18:15:57, 811 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილის განცხადებით, მალფუჭებად პროდუქტებთან ერთად სატვირთო მანქანით, პუტინმა შემოიყვანა

„სააკაშვილის განცხადების მიხედვით, მალფუჭებად პროდუქტებთან ერთად სატვირთო მანქანით, იგი პუტინმა შემოიყვანა“,- ამის შესახებ, ჟურნალისტებს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

თალაკვაძემ ასევე ისაუბრა, იმ მოქალაქეებზე რომლებიც  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მომხდარ დარღვევებში ფიგურირებდნენ, დღეს კი სხვადასხვა ორგანოებში აქვთ თავი შეფარებული.

„სააკაშვილი თითქოს, იბრძოდა საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის მაგრამ მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. აცხადებდა, რომ სურს სასამართლო პროცესში მონაწილეობა და დღეს თქვა, რომ არ აღიარებს ქართულ მართლმსაჯულებას. როცა მისი მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს არ დაგეგმავდნენ, დავინახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველა გადაადგილება სჭირდებათ პროვოკაციების მოსაწყობად. ჩვენ კარგად გვახსოვს, რა მოხდა 7 ნოემბერს და იმ დღეებში, როცა განახორციელეს რეიდი ტელეკომპანია „იმედზე“, დღეს იგივე ხალხი გადაფუთული ზოგი არასამთავრობოს საფარქვეშ, ზოგი ტელევიზიების პროდიუსერია, ზოგი ოპოზიციაში გადავიდა და იგივე ხალხი აქეთ გამოთქვამს კრიტიკას, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი დარღვევები დაინახოს. ნებისმიერი რეფორმის გატარების დროს, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, ადამიანის უფლებების დაცვა არის სავალდებულო და არავითარი კომპრომისი ადამიანის უფლებების დაცვის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს დაშვებული - ეს არის ჩვენი პოზიცია და მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ როცა ტყეს ჭრიან, შეიძლება ნაფოტებიც ცვიოდესო, ანუ ისეთ რეფორმებს ვატარებდით, რომ ადამიანები თუ დაიხოცნენ, დასახიჩრდნენ, დაკარგეს საკუთრება და დაირღვა უფლებები, ეს შეიძლება მომხდარიყო, რადგან უფრო მნიშვნელოვან რეფორმებს ვაკეთებდითო, საზოგადოებამ 8- ჯერ გააკეთა ამ ორს შორის არჩევანი და მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განმარტა, მიხეილ სააკაშვილის ყველა გადაადგილება პროვოკაციაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics