18:38 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-29 17:22:40, 705 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილის ადვოკატი - დღეს იყო ისტორიული პროცესი, ეს ფურცელი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ღალატი

დღეს იყო ისტორიული პროცესი, ეს ფურცელი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ღალატი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბასილაიამ აღნიშნა, სასამართლომ კვლავ არ მისცა მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება და განაცხადა, რომ ხელისუფლების ამოცანაა მიხეილ სააკაშვილის იზოლაცია.

„დღეს იყო ისტორიული პროცესი, თუმცა სამწუხაროდ, ეს ფურცელი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ღალატის კიდევ ერთი ფურცელი. საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასამართლება, მისი ამ ფორმით წარმოდგენა საქართველოში დაბრუნებულის, არის ქართული ისტორიის სირცხვილი. დღესაც, მიხეილ სააკაშვილს არ მიეცა შესაძლებლობა სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა და მან კვლავ ისე უნდა გააგრძლოს გორის ჰოსპიტალში ყოფნა, რომ სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება არ მიეცეს. ამ საკითხისს სამართლებრივი ასპექტი მეათეხარისხოვანია, იმიტომ რომ, რეალურად ხელისუფლების ამოცანააა მიხეილ სააკაშვილის იზოლაცია. კიდევ ერთხელ მოხდა ლუსტრაცია, რომ ქართული მართლმსაჯულება მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარს ამბობს, თუკი საკითხი წინასწარ არის მწვანე ანთებული ბრეგაძის მხრიდან“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics