19:10 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-29 13:45:04, 570 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ხალხი არის ძალიან მოღუშული, გაუბედურებული, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა?

არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ ტემპი და დრაივი განვითარების?, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სააკაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერი, რაც ახლა საქართველოში ხდება,, ერთად უნდა დასრულდეს.

 „მე მინდა მივესალმო გარეთ მდგომ ადამიანებს, მივესალმო საქართველოს საზოგადოებას და მინდა დაგისვათ კითხვა, რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის,  ტყვედ აყვანის წინ და მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან მოღუშული, ხალხი პრაქტიკულად არ იღიმება, არის ძალიან გაუბედურებული და მინდა გითხრათ თქვენ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა გკითხოთ - არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ ტემპი და დრაივი განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის რაც ახლა ხდება, ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics