19:45 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-27 12:55:18, 879 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ბეჟაშვილი – „ოცნება“ ახდენს არჩევნების გადაწერას საკრებულოებში, საკითხს წავიღებთ სასამართლოში

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი გუშინ, ბათუმსა და ზუგდიდის საკრებულოების მიერ ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების ფაქტს საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, გუშინ საზოგადოებამ, მორიგ ჯერზე იხილა ხელისუფლების მიტაცების ფაქტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე.

როგორც ბეჟაშვილმა განმარტა, აღნიშნულ პროცესს ოპოზიცია სასამართლოში გაასაჩივრებს. 

"მორიგ ჯერზე ვიხილეთ ხელისუფლების მიტაცების ფაქტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე, "ქართლმა ოცნებამ" და ცესკო–მ საზოგადოებას ერთხელ უკვე მოპარეს არჩევნები საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ამჯერად კი ისინი ახდენენ არჩევნების შედეგების გადაწერას საკრებულოებში, იქ სადაც არ აქვთ უმრავლესობა, ვადაგასულ საკრებულოებს დაამტკიცებინეს ბიუჯეტები, რაც თავისი არსით არის ძალაუფლების მიტაცება და ახალი მანდატის საკრებულოებისათვის სამომავლო საქმიანობაში განზრახ ხელის შეშლა. 

ვადაგასული საკრებულოების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზვრული თვითმმართველობის ორგანიზების წარმომადგენლობითობისა და ექსკლუზიურობის პრინციპებს, ვინაიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის საკრებულოს ექსკლუზიური უფლებამოსილება და მათ შორის, ახლად არჩეული საკრებულოსი, განსაზღვროს შემდგომი 4 წლის განმავლობაში საბიუჯეტო პოლიტიკა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 

ჩვენ, ბუნებრივია, ამ პროცესს წავიღებთ სასამართლოებში და აუცილებლად ჩვენ ოპოზიციონერ საპარალამენტო კოლეგებთან ერთად მოხდება კონსტიტუციური წარდგინების მომზადება, ვინაიდან ჩვენ ეს პროცესი არ უნდა უგულებელყოთ თუ ქვეყანაში გვინდა სამართლიანობა და კანონიერება“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზუგდიდსა და ბათუმში 2022 წლის ბიუჯეტი 2017 წელს მოწვეულმა  საკრებულომ დაამტკიცა. აღნიშნულ ფაქტს სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც, სამართალდამცველებმა მათ საკრებულოს შენობა დაატოვებინეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics