19:45 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-26 15:36:49, 1186 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი: „ენმ“-ს სურს, მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ ბიუჯეტს საბოტაჟი გამოუცხადოს - ამის უფლება არ მიეცემათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი დღეს, ზუგდიდსა და ბათუმში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პარალელურად ოპოზიციის პროტესტს ეხმაურება.

როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, პროცესები, რომელიც მიმდინარეობს საკრებულოში, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას.

ამასთანავე, ოხანაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობას“  საბოტაჟის საშუალება არ მიეცემა.

"ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს საკრებულოებში, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, სავსებით ლეგიტიმურად, სრული უფლება აქვთ საკრებულოებს, განახორციელონ ის საქმიანობა, რომელიც მათ კანონით აქვთ მინიჭებული, იქამდე, ვიდრე ახალი საკრებულო განახორციელებს თავის საქმიანობას.

პოლიტიკურად, "ნაციონალურ მოძრაობას", როდესაც სურთ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ ბიუჯეტს საბოტაჟი გამოუცხადონ, მათ ამ საბოტაჟის საშუალება არ მიეცემათ,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics