20:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 23:44:05, 699 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის საგარეო სამინისტრო ელჩ ქნირშს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ გაზეთ „ბილდში“ გამოქვეყნებულ ბრალდებებზე უპასუხა, რომელთა თანახმადაც, ელჩ ჰუბერტ ქნირშს, რომლის მეუღლეც ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ უნივერსიტეტში მუშაობს, შესაძლოა მჭიდრო კავშირები ჰქონდეს ივანიშვილთან. ამის შესახებ სააგენტო „სამოქალაქო საქართველო“ (Civil.ge) წერს.

სააგენტოს ცნობით, სამინისტრო ელჩ ქნირშს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივნის, მიგელ ბერგერის თქმით, „ბრალდება, რომ [ელჩის] სამუშაოზე მისი ცოლის კომპიუტერული მეცნიერების ლექტორად მუშაობამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს, დაუსაბუთებელია“ და რომ ელჩების მეუღლეთა „პროფესიული საქმიანობა კანონით ნებადართულ, არაპოლიტიკურ სამსახურში, ნორმალური საბაზრო ანაზღაურების სანაცვლოდ, არავითარ შემთხვევაში არ გამოდგება კორუფციის ბრალდებების დასასაბუთებლად. საზღვარგარეთ განწესებულ თანამშრომელთა პარტნიორების დასაქმების საკითხი მნიშვნელოვანი საზრუნავია საგარეო ფედერალური სამინისტროსათვის, რათა მათ შეძლონ სამსახურში საქმიანობასა და ოჯახს შორის ბალანსის უკეთ დაცვა და თავიანთი კარიერის გაგრძელება“, - აცხადებს მიგელ ბერგერი.

სახელმწიფო მდივნის თქმით, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და გერმანიის საელჩო საქართველოში, „ისე როგორც მათ მოვალეობას შეეფერება, ინარჩუნებენ კარგ ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან, ასევე ხელისუფლებასა და ოპოზიციაში მყოფ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გერმანიას საქართველოსთან ხანგრძლივი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. ახალი მთავრობის პირობებშიც გერმანია კვლავაც იქნება საქართველოს საიმედო პარტნიორი“, - აცხადებს სააგენტოსთან მიგელ ბერგერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics