|
2021-11-25 22:37:41, 670 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას, თუ არ შეუშვებენ მასთან დეპუტატებს
ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სრული იზოლაცია ძალიან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის. როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას ხვალ დილიდან, თუ არ შეუშვებენ დეპუტატებს, რაც კატასტროფა იქნება. „გეტყვით, რომ სრული იზოლაციაც ძალინ ცუდია მის ჯანმრთელობისთვის. რაღაც ბალანსი უნდა იყოს. მას ახლა ნახულობენ ექიმები, მაგრამ ის ადამიანები, ვისი ნახვაც უნდა, ვისთანაც უნდა ლაპარაკი, ის პრაქტიკულად ვერავის ხედავს. მე არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ ერთმა, ორმა ან სამმა დეპუტატმა ნახოს, რადგან ადვოკატი ადვოკატია, პირადი ექიმი ექიმია და ოჯახის წევრი ოჯახის წევრია. რასაკვირველია, ეს ძალიან კარგია, რომ შესაძლებლობა აქვს, ნახოს ეს ხალხი, მაგრამ ურთიერთობა ხომ უნდა ადამიანებთან“, – განაცხადა ყიფშიძემ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელის შემდეგ არ შეცვლილა, რეფიდინგი, პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიდის. „ნეიროფსიქოლოგების კონსულტაცია არის აუცილებელია, მაგრამ ცენტრი „ემპათიას“ წარმომადგენლები ვერაფრით ვერ მოხვდნენ ჰოსპიტალში, იმედია, ხვალ მაინც შეძლებენ“, – განაცხადა ყიფშიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)