|
2021-11-25 12:11:48, 543 ნახვა
საზოგადოება
დუბაის კონფერენციაზე ქართულ სააღსრულებო სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ დუბაის საერთაშორისო კონფერენციაზე ქართულ სააღსრულებო სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. ერეკლე ღვინიანიძემ სხვადასხვა ქვეყნის სააღსრულებო უწყებების ხელმძღვანელებს აღსრულების ეროვნულ ბიუროში ციფრული მმართველობის დანერგვით მიღეწეული შედეგები გააცნო. მათ შორის, ციფრული არქივი, ელექტრონული სააღსრულებო პროგრამა, გამარტივებული საქმისწარმოების ციფრული პლატფორმა და სხვა რეფორმები, რომლებიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, საქმისწარმოების დაწყება თუ სხვა სერვისების მიღება დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეძლონ. ერეკლე ღვინიანიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში, საქართველოში აღსრულების ახალი კოდექსი ამოქმედდება, რომლითაც ქვეყანა კერძო სააღსრულებო მოდელზე გადავა. რეფორმის შედეგად, საქართველოში სრულად ევროპული სტანდარტის, ეფექტური და გამჭვირვალე სააღსრულებო სისტემა ჩამოყალიბდება. არაბთა გაერთიანებულ საამიროში აღმასრულებელთა საერთაშორისო ასოციაციის (UIHJ) რიგით 24-ე კონგრესი - „კიბერ სამართალი - ახალი შესაძლებლობები აღმასრულებლებისთვის“ - მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)