14:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 11:53:21, 789 ნახვა

სამართალი
ფრიდონ ინჯია მოსამართლეობის კანდიდატს: სამი შვილი გყავთ. ფიქრობთ კიდევ გამრავლდეთ? მე ვისურვებდი

"ევროპელი სოციალისტების" დეპუტატი, ფრიდონ ინჯია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენადი მაკარაძეს კითხვით მიმართავს აპირებს თუ არა სამზე მეტი შვილის ყოლას. ამის შემდეგ დეპუტატმა იკითხა, რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია მოსამართლეს ქორწინების ზღვრული ასაკის დაწევა.

ფრიდონ ინჯია: ბატონო გენადი, თქვენ სამი შვილი გყავთ. ფიქრობთ კიდევ გამრავლდეს თქვენი ოჯახი? მე, მაგალითად, ვისურვებდი.

გენადი მაკარაძე: ადამიანს რაც მეტი ჰყავს შვილი, მით უკეთესია ერისთვის, ქვეყნისთვის…

ინჯია: გისურვებთ ჯანმრთელობას და გამრავლებას კიდევ…

მაკარაძე: მადლობა.

ინჯია: მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები არის, ზღვრული ასაკი ქორწინების რამდენად მიგაჩნიათ შეიძლება შემცირდეს ერთი წლით მაინც?

მაკარაძე: არა, ვფიქრობ, რომ ის, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი, საკმაოდ გონივრულია. ქორწინება ეს ბევრ სოციალურ საკითხს…

ინჯია: მადლობა, ბატონო გენადი, თქვენ ბრძანეთ "არა". გასაგებია…

ცნობისთვის ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics