21:52 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 11:55:07, 656 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - შეგიძლიათ დაასახელოთ საკითხი, რომელზეც „ენმ“ არ აცხადებს ბოიკოტს? მალე საკუთარ თავს გამოუცხადებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ისტორიაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევნის გამჭვირვალე ფორმა, რომელიც არ არსებობდა 2019 წლამდე, უპრეცედენტოა.

ოხანაშვილი ოპოზიციის ბოიკოტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკის მიღმაა გასული და მმართველი გუნდისთვის ეს არაფერს ნიშნავს.

„უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ასეთი გამჭვირვალე ფორმა, ის არ არსებობდა 2019 წლამდე და „ქართული ოცნების“ გუნდის დამსახურებით ჩვენ შევძელით მიგვეღწია ასეთი გამჭვირვალე პროცესის წარმართვის და ყველას, საზოგადოებას აქვს სრული მონიტორინგის შესაძლებლობა, თუ როგორ წარიმართება პროცესი.

შეგიძლიათ დაასახელოთ საკითხი, რომელზეც არ აცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს? მე მგონი საკუთარ თავს გამოუცხადებენ ცოტახანში ბოიკოტს ასე რომ, აბსოლუტურად პოლიტიკის მიღმა არიან ეს ადამიანები გასულები, ეს მათი არჩევანია, მილევად რეჟიმში არიან, ფაქტი ეს არის, ასე რომ, ეს ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics