|
2021-11-24 15:15:45, 639 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია: საბედნიეროდ, ანტივაქსერთა ჯგუფი არ არის დიდი – მუშაობა გვჭირდება მათთან, ვინც ვერ ჩამოყალიბდა
დღეს მუშაობა იმ ჯგუფთან გვჭირდება, ვინც ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა ვაქცინაციასთან დაკავშირებით. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ანტივაქსერების ჯგუფი დიდი არ არის. "ვაქცინაციის კამპანიას დაეხმარება თანმიმდევრული და პოზიტიური მესიჯები, რაც გააძლიერებს ვაქცინაციის მიმართ დადებით განწყობას და არ შექმნის კიდევ მეტ ეჭვს, რაც ბევრ შემთხვევაში ნამდვილად არის. მექანიზმს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ არის ბაზისური და სტანდარტული მიდგომები ინფორმირების სახით. გარდა ამისა ფინანსური სტიმული, რომელიც მუშაობს. ყველა მხრიდან საჭიროა მეტად თანმიმდევრული და პოზიტიური კამპანია იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდეს წარმატებით. საბედნიეროდ, ანტივაქსერების ჯგუფი დიდი არ არის. ზოგადად ამაზე ჩვენი გამოცდილებაც მიუთითებს. ჯგუფი, რომელიც არცერთ შემთხვევაში ვაქცინაციის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, არ არის დიდი, რაც ჩვენთვის საიმედო მაჩვენებელია. ჩვენ დღეს მუშაობა იმ ჯგუფთან გვჭირდება, ვინც ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა და გარკვეული სიკეთე უნდა დაინახოს", - აღნიშნავს გაბუნია.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)