|
2021-11-24 10:26:43, 407 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთის“ მხარდაჭერით რუსთავში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა
„ლიბერთის“ მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით რუსთავში, „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის" წევრებთან ვაქცინაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებული შეხვედრა გაიმართა. პანდემიის დამარცხების საქმეში ვაქცინაციის როლზე რუსთავის 60+ კლუბის წარმომადგენლებს ინფორმაცია გააცნო მედიცინის დოქტორმა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა მაია გოთუამ. ცნობილმა ფოტოგრაფმა ნათელა გრიგალაშვილმა კი 60+ კლუბის წევრებს საკუთარი ნამუშევრები წარუდგინა. „ლიბერთი“ არაერთ პროექტს ახორციელებს უფროსი თაობის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით. მათ შორის არის გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივა „60+ კლუბები" , რომელიც აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის" არის წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი ასაკის ადამინებისთვის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. ლიბერთის სტრატეგიისა და ღირებულებების ნაწილია სოციალური პასუხისმგებლობა, ადამიანებზე ზრუნვა, მათთან მარტივი ურთიერთობა და ყველასთვის ხელმისაწვდომობა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)