|
2021-11-24 10:20:58, 729 ნახვა
ეკონომიკა
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის 31,000 ტონაზე მეტი ვაშლი გადამუშავდა
„არასტანდარტული ვაშლისგან მიღებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე იყიდება და ჩვენი ქვეყანა 4-დან 5 მილიონამდე ევროს შემოსავალს იღებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, რომელიც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავება-რეალიზაციის პროცესს კომპანიაში „ნატურალ 7“ გაეცნო. კომპანია „ნატურალ 7“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიაა. მიმდინარე წელს, საწარმოში, პროგრამის ფარგლებში, 5,500 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში არსებული ხილის გადამმუშავებელი საწარმოები არასტანდარტული ვაშლის მიღებას შეუფერხებლად განაგრძობენ. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული 12 კომპანიის მიერ ჯამში გადამუშავებული ვაშლის რაოდენობამ 31,000 ტონაზე მეტი შეადგინა. „აღსანიშავია, რომ შიდა ქართლი ვაშლის წარმოების მხრივ პირველ ადგილზეა. ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაშლის მოსავლის დროული დაბინავება. სახელმწიფოს პროგრამის ფარგლებში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობა ხილის გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებას უზრუნველყოფს”, - განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, აბელ აბესაძემ. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერები პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 22 თეთრად, 15 დეკემბრამდე შეძლებენ. პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრია.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)