22:20 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-24 09:42:06, 711 ნახვა

პოლიტიკა
მაიკლ გალერი – მივმართავთ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას, ვითარებაზე პასუხისმგებელი ორივე მხარეა

ჩვენ მივმართავთ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას, ვითარებაზე პასუხისმგებელი ორივე მხარე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ სტრასბურგში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გალერი აღნიშნავს, რომ საუბარი შეეხო მიმდინარე საკითხებს, მათ შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის თემასაც. 

„ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე. შევიტყვე, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა და მკურნალობს, რასაც მივესალმები. ჩვენ მისთვის არასდროს შეგვითავაზებია შიმშილობის დაწყება, თუმცა ზოგადი პოლიტიკური პოლარიზაცია რა თქმა უნდა, გრძელდება, რაც სამწუხაროა ქვეყნისთვის მოცემულ ვითარებაში.

ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ საქართველოში დაინტერესებულ მხარეებს, გამონახონ საერთო ენა. ერთი საკითხია საკონსტიტუციო რეფორმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, მეორე საკითხია მოსამართლეთა შერჩევა და ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მოწუვოდოთ ყველა ჩაერთოს ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესში. ევროკავშირთან ასოცირების და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელება არის ფართო დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს აქვს, რა თქმა უნდა, გვინახავს შეფერხებები.

ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის უზარმაზარი მცდელობა, დახმარებოდა საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლაში. ჩვენ მივმართავთ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას, რომ ორივე მხარეა ვითარებაზე პასუხისმგებელი,“- განაცხადა მაიკლ გალერიმ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics