|
2021-11-23 16:32:11, 860 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - ვარდების რევოლუციიდან ქვეყანა უნდა განვითარებულიყო, საბოლოოდ მივედით დანაშაულებრივ რეჟიმამდე
ვარდების რევოლუციას ჰქონდა ის პოლიტიკური მნიშვნელობა, რომ ყველას ჰქონდა მოლოდინი ქვეყნის განვითარების,- "ქართული ოცნების" დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყანა დანაშაულებრივ რეჟიმამდე მივიდა. "ვარდების რევოლუციას ჰქონდა ის პოლიტიკური მნიშვნელობა, რომ ყველას ჰქონდა მოლოდინი ქვეყნის განვითარების, დემოკრატიული განვითარების და რა თქმა უნდა ეს იყო მოლოდინით აღსავსე ცვლილება და რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა, საბოლოოდ, შედეგობრივად მივიღეთ ჩვენ დანაშაულებრივი რეჟიმი, ვარდების რევოლუციიდან და ხალხის მოლოდინიდან, რომ ქვეყანა უნდა განვითარებულიყო დემოკრატიული თვალსაზრისით, ამ დაპირებებიდან და ამ საწყისი ნაბიჯებიდან შედეგად მივედით დანაშაულებრივ რეჟიმამდე", - თქვა ანრი ოხანაშვილმა. ცნობისთვის, 2003 წლის 23 ნოემბერს, თითქმის ერთთვიანი, უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა. „ვარდების რევოლუციის“ სახელით შესულ ამ მოვლენას ბიძგი 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მასშტაბურმა გაყალბებამ მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)