|
2021-11-23 16:10:44, 796 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენის ვარაუდით, ხელისუფლებამ იცოდა, რომ სტრასბურგი ემზადებოდა მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად
საქართველოს ომბუდსმენი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ზედამხედველობის მიზნით ჩაერთვება. "გუშინ მივიღეთ ჯანდაცვის მინისტრის თხოვნის წერილი, რომ ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში. ე.წ. მეორე მოსაზრების წარდგენის გზით. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგელობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა ჩვენ ჩავერთვებით პროცესში ზედამხედველობის მიზნით. ასევე სახელმწიფოს მიერ შექმნილ კონსილიუმს ჩვენი კონსილიუმი წარუდგენს ე.წ. მეორე მოსაზრებას, რაც არის აპრობირებული გზა მოსაზრების გაზიარებისა და რეკომენდაციების წარდგენის სამედიცინო სფეროში",- თქვა ნინო ლომჯარიამ. ამათან, ნინო ლომჯარია ვარაუდობს რომ, ხელისუფლებამ იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად ემზადებოდა. „მტკიცებულებები არ მაქვს და არ ვიცი, როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან, თუმცა, ვვარაუდობ, მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად. როგორც ჩანს, სააკაშვილის ადვოკატებს წარდგენილი ჰქონდათ სასამართლოში სახალხო დამცველის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა. შესაბამისად, ვფიქრობ, მაღალი ალბათობა იყო იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. რეალურად, იცოდნენ, რომ სასამართლო ექსპერტიზის გადაწყვეტილებას დაეყრდნობოდა“,-განაცხადა ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)