22:20 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-23 13:36:45, 700 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში გერმანიის ელჩი გამოცემა „ბილდში“ მასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას პასუხობს

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში გამოცემა „ბილდში“ გამოქვეყნებულ სტატიას პასუხობს.

როგორც ელჩი აღნიშნავს, ყველას თავისუფლად შეუძლია, გამოთქვას საკუთარი აზრი მის საქმიანობაზე, თუმცა აღნიშნული სტატია არანაირად არ იმოქმედებს მის თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

„ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს ევა მარიას, მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტიურობით“, - აცხადებს ელჩი.

შეგახსენებთ, რომ გერმანულმა გამოცემა  „ბილდ"-მა გამოაქვეყნა სტატია საქართველოში გერმანიის ელჩზე და მის საქმიანობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ქნირში „მიიჩნევა პროსამთავრობო პოზიციების მქონე დიპლომატად, მისი მეუღლე კი „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ უნივერსიტეტში მუშაობს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics