|
2021-11-23 11:49:43, 788 ნახვა
საზოგადოება
ანდრონიკაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ტროტუარი და ბორდური უკვე მოეწყო, ასფალტის ორფენიანი საფარი კი 10 000 კვ.მ ფართობზე დაიგება. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. „ამჟამად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ამ დროისთვის, ასფალტის ზედა ფენა იგება. სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ (GWP) აღნიშნულ ქუჩაზე წყლის სისტემა განაახლა. დაზიანებული გზა მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივებს გადაადგილების კუთხით, პრობლემა აღარ შეექმნებათ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სამუშაოებისთვის, რომელსაც კომპანია „ლ ენდ ლ“ ახორციელებს, საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)