|
2021-11-23 11:43:48, 1232 ნახვა
ეკონომიკა
GITA - ს მხარდაჭერით საქართველოში Future Agro Challenge Georgia გაიმართება
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მესამედ, Future Agro Challenge Georgia გაიმართება. Future Agro Challenge საერთაშორისო შეჯიბრია, რომლის მიზანი სტარტაპების, ინოვატორების, “აგროპრენერების”, ფერმერების, მეწარმეების, აგროტექნოლოგების, აგროტურიზმითა და აგროკულტურით დაინტერესებული პირების მხარდაჭერა და გაძლიერებაა. ღონისძიება 3-5 დეკემბერს ტექნოპარკში გაიმართება. შერჩეული აპლიკანტები 3-5 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებენ ბუთქემფში (ინტენსიურ ტრენინგ-პროგრამაში) და საკუთარ პროექტებს ჟიურის წინაშე წარადგენენ, ჰაკათონის მონაწილეებსა და ფინალისტებს შორის ნაციონალური გამარჯვებული - “წლის აგროპრენერი” გამოვლინდება. გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 2000 ლარის ოდენობით (საქართველოს ფერმერთა ასოციაციისგან) და წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც ჩატარდება საბერძნეთში, 2022 წელს. Future Agro Challenge Georgia შემდეგ კატეგორიებში გაიმართება:
წინა წლებისგან განსხვავებით, წელს Future Agro Challenge-ში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები, რომლებიც ევროპის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები არიან და ონლაინ რეჟიმში ისაუბრებენ მსოფლიოს ყველაზე მწვავე საფრთხეებზე, გამოწვევებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე შემდეგი მიმართულებებით:
მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია 29 ნოემბერს 23:59 საათამდე უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://facagro.com/compete-apply/ ღონისძიების გენერალური პარტნიორია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ლიბერთი ბანკი. ღონისძიების ორგანიზატორია სტარტაპ ბიურო და აგრო სოლუშენსი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)