23:06 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-23 11:01:31, 804 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - დღეს პირველად ვჭამ საჭმელს, დინამიკა იმდენად კარგია, მგონი მალე გამომწერენ საავადმყოფოდან

პარტია „დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამმ, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალს“-ში მკურნალობს, საკვების მიღება დაიწყო.

როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, დინამიკა იმდენად კარგია, რომ შესაძლოა მალე გამოწერონ საავადმყოფოდან.

„სისუსტე დავამარცხე, ფეხებში ძალა ვიგრძენი, ანალიზები კარგი მაქვს, კითხვა დავიწყე, „ბასეინში“ წყალიც ჩამისხეს“. დღეს პირველად ვჭამ უკვე საჭმელს. ეს არის ჩემი ელარჯიც, მწვადიც, დედას პურიც, კრუასანიც, სტეიკიც, ღვინოში გამომცხვარი ხორციც, ჩინურიც…

დინამიკა იმდენად კარგია, რომ მგონი მალე გამომწერენ საავადმყოფოდან. მადლობა „ნიუ ჰოსპიტალს“,- წერს ელენე ხოშტარია. 

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ელენე ხოშტარიამ შიმშილობა მას შემდეგ შეწყვვიტა, რაც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics