23:05 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-22 18:42:57, 724 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი საძაგლიშვილი - საქართელოს მესამე პრეზიდენტი არის სუსტად, რაც ვიზუალურად მარტივად აღიქმება

"საქართელოს მესამე პრეზიდენტი არის სუსტად, რაც ვიზუალურად მარტივად აღიქმება. - ამის შესახებ, სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს, გორის სამხედრო ჰოსპიტალთან განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, რის საფუძველსაც ღარიბაშვილის განცხადება იძლევა.

'ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ახლა არის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, სიმართლე რომ გითხრათ საქართელოს მესამე პრეზიდენტი არის სუსტად, რაც ვიზუალურად მარტივად აღიქმება. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, 50 დღიანი შიმშილობისგან გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემა, არ შეიძლება 1-2 დღეში აღდგეს. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი გახდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ეს ყველაფერი უკვალოდ ვერ ჩაივლის მორალურ მხარესა და ჯანმრთელობაზე მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, რის საფუძველსაც ღარიბაშვილის განცხადება გვაძლევს'- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რაც შიმშილობის შეწყვეტის წინაპირობა გახდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics