|
2021-11-22 17:37:03, 875 ნახვა
საზოგადოება
ექიმი - ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხვალიდან იგეგმება საკვების მიცემა
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია საკვების მიღებას სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყებს. “ნიუ ჰოსპიტალსის” შინაგანი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს ელენე ხოშტარია ამ ეტაპისთვის საკვებ დანამატზე იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამასთან ექიმის თქმით, კვების აღდგენის პროცესში მოსალოდნელია გართულებები. "ამ ეტაპზე პაციენტ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. ვაძლევთ კალორაჟს კილოგრამ წონაზე გადაანგარიშებით. ხვალიდან იგეგმება საკვების მიცემა. ამ ეტაპამდე საკვებ დანამატზეა, რომელიც არჩეულია ჩვენს მიერ, ამით ხდება მკაცრი კონტროლი იმ კალორაჟისა, რომელსაც ვაწვდით. ვინაიდან, კვების აღდგენის პროცესში მოსალოდნელია გართულებები კვების კალორაჟის მიღების პარალელურად , ამიტომ საჭიროებდა ეს ვითარება მაქსიმალურ კონტროლს. ალბათ, პაციენტის გაწერაზე საუბარი ჯერ ადრეა. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელი რისკები გვაქვს, რომ განვითარდეს კვების აღდგენის პროცესთან დაკავშირებული გართულებები. " ,- აღნიშნავს ექიმი. შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში 17 დღის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)