23:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-22 14:06:46, 798 ნახვა

პოლიტიკა
გიული ალასანია: გავიხსენოთ, რა თარიღია ხვალ - ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსებს უკან წევს, ეს არ მომწონს

გავიხსენოთ, რა თარიღია ხვალ - ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსებს უკან წევს, ეს არ მომწონს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

როგორც გიული ალასანიამ ექს-პრეზიდენტთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, ექიმები აკეთებენ  ყველაფერს, რაც შეუძლიათ და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს მასზე.

„ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსებს უკან წევს, ეს არ მომწონს, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი. პალატაში წევს, ყველაფერი უკეთდება, ითახი პატარაა, მაგრამ ალბათ ამ კლინიკაში მეტი შესაძლებლობა არ არის, სარკმელი გაღებულია, ოღონდ იმ სარკმელზე არის გისოსები, რაც ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს, რომ გავიხსენოთ, რა თარიღია ხვალ, ამის ფონზე დამთრგუნველია და არაბუნებრივი სრულიად. არის ეს ნორმალური ვითარება? არ არის. ჩვენ, როგორც საზოგადოება , რას ვფიქრობთ ამაზე? ნორმალურია ეს ყველაფერი? მე საერთოდ თავისუფლებაზე ვილაპარაკებდი. ექიმები აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე“, - განაცხადა გიული ალასანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics