23:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-22 12:52:11, 760 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აზარტული თამაშების რეგულაციაზე პრემიერის ინიციატივას მიესალმება

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მიესალმება.

ჯაღმაიძე იმედს გამოთქვამს, რომ დროთა განმავლობაში სხვა დამცავი მექანზმის ჩართვაც გახდება  შესაძლებელი, რაც დაიცავს ახალგაზრდებს ამ „სენისგა“.

„მივესალმები

სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რელობად ქცევა წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

25 წლამდე ახალგაზრდების დაცვა გემბლინგის სენისაგან შედეგს მყისიერად გამოაჩენს. 20-25 წლამდე ასაკის დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა უკანასკნელი წლების განმავლობაში მზარდი ტემპით კლებულობდა, ხოლო იგივე ასაკის ადამიანების სათამაშო ბიზნესში ჩართულობა ,- იზრდებოდა.

მისასალმებელია აზარტული თამაშების რეგულაციისაკენ გადადგმული პრემიერის ეს ნაბიჯი. იმედია დროთა განმავლობაში სხვა დამცავი მექანიზმების ჩართვაც შესაძლებელი გახდება, რაც დაიცავს ჩვენს ახალგაზრდებს და ზოგადად ოჯახებს ამ სენისაგან“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგეგმება ონლაინ კაზინოებისთვის პირველ ეტაპზე გადასახადების გაზრდა, რეკლამის აკრძალვა და ასაკობრივი ზღვარის 25-წლამდე გაზრდა, მეორე ეტაპზე კი, ონლაინ კაზინოების აკრძალვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics