23:25 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-22 11:17:06, 719 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - მოსახლეობა შევაჩვიეთ უმუშევრობას, სოციალური დახმარების ნაცვლად, უნდა შევთავაზოთ სამუშაო ადგილები

ზრდასრული შრომისუნარიანი მოსახლეობა შევაჩვიეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა

ღარიბაშვილი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ახალი პროგრამა და ნაცვლად სოციალური დახმარებისა, მოქალაქეებს შესთავაზონ სამუშაო ადგილები.

„არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ მიმდინარე დინამიკა შემაშფოთებელია, ვთქვათ პირდაპირ, რომ ჩვენ არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა შევაჩვიეთ, შევაგუეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას, რეალურად დღეს, შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული დაიწყოს ახალი სამუშაო ადგილი იმის შიშით, რომ მას სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება, არ არის მოტივირებული რომ საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს, ეს არის კატასტროფა. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ უნდა გადავდგათ გაბედული, ქმედითი ნაბიჯები.

მე მქონდა საუბარი მთავრობის წევრებთან, ეკონომიკურ გუნდთან, მაქვს იდეა და ინიციატივა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას, პოლიტიკას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ არსებული, მანკიერი სისტემა, გასანსაღებული  სისტემით, რაც გულისხმობს, რომ უნდა შევქმნათ ახალი პროგრამა და ნაცვლად სოციალური დახმარებისა, უნდა შევთავაზოთ მოქალაქეებს სამუშაო ადგილები და ასეთი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები შეგვიძლია შევქმათ ათასობით და ათიათასობით, თითოეულ მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics