|
2021-11-21 12:18:33, 832 ნახვა
საზოგადოება
ჩოხოსნებთან ერთად მივიდა, რომ ძალა აჩვენოს - მეუფე სტეფანეს განკვეთილი ბერები შეძახილებით დახვდნენ
ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე, რომელიც წაჩხურუს ტაძარში წირვის აღსავლენად მივიდა, განკვეთილი ბერ-მონაზვნები შეძახილებით დახვდნენ. მეუფე სტეფანე მონასტრის ტერიტორიაზე მხარდამჭერებთან და ჩოხოსნებთან ერთად მივიდა. როგორც ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილმა ბერმა, მამა ათინოგენემ განაცხადა, ტაძარში ჭყონდიდის მიტროპოლიტს ჩოხოსნები და პოლიცია ძალის საჩვენებლად მიჰყავს, რადგან მას არცერთი ადგილობრივი არ აღიარებს. „კიდევ ერთხელ ვამბომ, კაცი, რომელიც არის ცრუ, მატყუარა და ეპისკოპოსობის განცდით მოსული, წირვას ატარებს. მას არცერთი ადგილობრივი არ ჰყავს, თვით ადგილობრივი სამღვდელოებაც არ ამოჰყვა, არცერთი ადამიანი ამას არ იღებს აქ, "კაზაკები" რომ ჰყავს მოყვანილი. ყველა მოსული ხალხია, არ ვიცნობთ ამ ხალხს. მოსულები არიან იმისთვის, რომ თავიანთი ძალა აჩვენონ, რომ უშიშროება, მილიცია სამთავრებო განცდა მათ მხარს უჭერს და ძალას გვაჩვენებენ. ეს არ არის ქრისტიანობა და ეს არ არის მართლმადიდებლობა. მოლოდინი რა უნდა მქონდეს, კარგის არაფრის. პირველ დღეს, როდესაც "კაზაკებთან" ერთად "მილიცია" იყო შესული და გამოყარეს მონაზვნები იქიდან, იგივეს გააკეთებენ. როგორც საბჭოთა კავშირის დროს აკეთებდნენ ",- განაცხადა განკვეთილმა მამა ათინოგენემ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ცნობისთვის, დღეს მარტვილში, წაჩხურუს მონასტერში მთავარანგელოზობას აღნიშნავენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)