|
2021-11-20 17:16:01, 878 ნახვა
საზოგადოება
ანა ნაცვლიშვილი „ალტ-ინფოზე” - პარტია ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლოს გაუქმების მოთხოვნით მივმართავთ
პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ძალადობრივი დაჯგუფების - ალტ-ინფოს პარტიად დაფუძნებას ეხმაურება და აცხადებს რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმების მოთხოვნით მიმართვას აპირებს. როგორც ნაცვლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. „რაც შეეხება „ალტ-ინფოს“ პარტიას, კონსერვატორები თუ რაც დაირქვეს, ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას! თუ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება მას დაარეგისტრირებს, ძალიან მძიმე რამეს მოაწერს ხელს. მე კი ვიპოვი 29 ჩემს კოლეგას, რომელთან ერთადაც საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ ამ პარტიის გაუქმებას!“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, „ალტ- ინფომ“ კონსერვატიული მოძრაობა დღეს დააფუძნა. პარტიის თავმჯდომარედ, 5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ მახარაძე აირჩიეს. პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა, ვასილ გვილია. პარტიის გენერალურ მდივნად აირჩიეს გიორგი ქარდავა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)