|
2021-11-20 12:18:58, 563 ნახვა
საზოგადოება
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა ქვემო ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებას გააცნეს
ქვემო ქართლის მხარის რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილს და მხარის მუნიციპალიტეტების მერებს აღნიშნული პროგრამის დეტალები მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს პროგრამაში ფერმერების ჩართვის პირობები, ადგილობრივი ხელისუფლების როლი პროცესის წარმართვაში და, ზოგადად, პროგრამის მიზნები. შეხვედრაზე, გიორგი მიშელაძემ აღნიშნა, რომ პროგრამაში გათვალისწინებულია ის ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების დეგრადირების პრევენციას, რაც, თავისთავად, შესაძლებლობას მისცემს ჩვენი სოფლის მოსახლეობას, რომ ხარისხიანი საძოვრებით ისარგებლონ. ქვემო ქართლის რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის შეფასებით, ეს პროგრამა, ფაქტობრივად, საძოვრებთან დაკავშირებული სახელმწიფო რეფორმაა, იგი საშუალებას იძლევა, ეფექტიანად გამოვიყენოთ არსებული რესურსი, რაც დაიცავს მიწის ვარგისიანობასა და პროდუქტიულობას.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)