|
2021-11-20 11:16:49, 513 ნახვა
საზოგადოება
20 ნოემბერი ფერმერის დღეა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ფერმერებს მათი დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. „თქვენ განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. საქართველოში წარმოებული პროდუქცია სულ უფრო მოთხოვნადი ხდება მსოფლიოს მრავალ ბაზარზე და ეს თქვენი დამსახურებაა. გილოცავთ დღევანდელ დღეს, მადლობას გიხდით დაუღალავი შრომისთვის. სახელმწიფო, თავის მხრივ, თქვენი მუდმივი მხარდამჭერია. სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა და ყველა ის პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ, თითოეული თქვენგანის წარმატების და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის წარმატების მიზანს ემსახურება”, - აღნიშნა მინისტრმა. საქართველოში ფერმერთა დღე 2015 წელს დაარსდა და ყოველი წლის 20 ნოემბერს სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებით, გამოფენა-გაყიდვებით, წარმატებული ფერმერების დაჯილდოებით აღინიშნება. პანდემიით შექმნილი ვითარების გამო, მიმდინარე წელს, ფერმერის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები არ გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)