00:40 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 15:18:37, 2376 ნახვა

პოლიტიკა
ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს

ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვიი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

ამასთანავე, მინისტრი აღნიშნავს, რომმ ოპონენტების მხრიდან პროვოკაციის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება კვლავ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

„ადამიანის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამმომდინარე, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, ვთავაზობთ შემდეგ, რომ იგი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინიტროს სამხედრო ჰოსპიტლში, ეს არის ადგილი სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე, ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics