11:12 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 01:56:25, 685 ნახვა

საზოგადოება
ექიმი - სააკაშვილი გუშინ რომ გადაეყვანათ და დაწყებულიყო შესაბამისი თერაპია, შეიძლება, ეს გართულება დღეს არ გვქონოდა

სააკაშვილი გუშინ რომ გადაეყვანათ და დაწყებულიყო შესაბამისი თერაპია, შეიძლება, ეს გართულება დღეს არ გვქონოდა.  - ამის შესახებ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრმა თენგიზ წულაძემ გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
კონსილიუმის წევრი ექიმის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა ამჟამად სტაბილურია, მონიტორინგიც მიდის, სააკაშვილი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშაა

"არ აქვთ რესურსი, რომ მართონ ისეთი გართულებები, რომელიც, მოსალოდნელია, იყოს. ეს მათაც იციან და ამ გართულებებზე აქვთ ნათქვამი, რომ ისედაც უნდა გადაიყვანონ, თუ ეს გართულებები მოხდება. ზუსტად ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აქამდე საქმე არ მივიდეს და მანამდე გადაიყვანონ. ვთქვათ, გუშინ რომ გადაეყვანათ და დაწყებულიყო შესაბამისი თერაპია, შეიძლება, ეს გართულება დღეს არ გვქონოდა.  

სიტუაცია სტაბილურია, მონიტორინგიც მიდის, ამ წუთში, ის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშაა, მაგრამ ისეთიუ გართულებებიც შეიძლება იყოს მოსალოდნელი, რომელსაც ის ინტენსიური მეთვალყურეობა არ ეყოფა. გავესაუბრე, გავსინჯე, მაგრამ გავესაუბრე მხოლოდ სამედიცინო საკითხებზე". - ამბობს თენგიზ წულაძე. 

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა.   სააკაშვილმა თქვა, რომ გონება ცხოვრებაში პირველად დაკარგა. დეკანოიძე რეანიმატოლოგზე დაყრდნობით ამბობს, რომ გონების დაკარგვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.
 ციხის საავადმყოფოში რესპუბლიკური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტს ხელმძღვანელი, გულიკო ქილიფთარი იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ დაწესებულებაში საკონსულტაციოდ მიიწვიეს და მისი მისვლა დაემთხვა ექსპრეზიდენტის გონების დაკარგვას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics