|
2021-11-17 17:21:52, 860 ნახვა
ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა „გლობალური კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველოს პოზიციაზე - მიუთითებს, რომ ქვეყანა წლიდან წლამდე აჩვენებს შესაძლებლობების მაქსიმუმს
„გლობალური კეთილდღეობის ინდექსში" საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა ორი ადგილით და შეფასება ისტორიულ მაქსიმუმზეა, 100 პროცენტიანი შკალით - 62,3%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. საქართველო ლიდერია სამეზობლოში - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ ბრიტანეთის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, Legatum Institute-ის მიერ 2021 წლის „კეთილდღეობის ინდექსში" საქართველოს მიერ მიღწეული პოზიციის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას. „პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქართველოზე წინ მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან. ამ ანგარიშში ჩვენი ქვეყანა წინ უსწრებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და ალბანეთი. გარდა ამისა, აღნიშნული ანგარიშის მიხედვით საქართველო ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ინფრასტრუქტურა და ბაზარზე წვდომა, 10-წლიანი განვითარების კუთხით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შევიდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით სწორად მიდის და მომავალშიც ინფრასტრუქტურული განვითარება იქნება პრიორიტეტული ჩვენი ქვეყნისათვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)