02:57 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 16:23:54, 680 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ სააკაშვილს თუ რამე დაემართა, თვითონ იქნება პასუხისმგებელი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საკაშვილს თუ რამე დაემართა, თვითონ იქნება პასუხისმგებელი.

ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში თქვა.

ამასთან დეკანოზი აცხადებს, რომ საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება ქრისტიანულად გამართლებული აქტი არ არის.

"თავად იქნება პასუხისმგებელი, მან გადაწყვიტა შიმშილობა, მას არ ავალდებულებენ შიმშილობას. საპატრიარქოს რაც შეეხებოდა, ჩვენ მას მოვუწოდეთ, ნებისმიერ მოშიმშილეს მოვუწოდებთ, ეს არის მისი ჯანმრთელობისთვის საზიანო. საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება არაა ქრისტიანულად გამართლებული აქტი, ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც მსგავსი შემთხვევა იქნება, ნებისმიერი სასულიერო პირის ვალდებულება იქნება, რომ მოუწოდებს ადამიანს, თავის ჯანმრთელობას ნუ აზიანებს", - თქვა "ტვ პირველთან" ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად 48-ე დღეა შიმშილობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics