|
2021-11-17 11:05:37, 871 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „ვერონამ“ ახალი შოურუმი მოაწყო
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით გახსნილმა ავეჯის სახლმა „ვერონამ“ ახალი შოურუმი მოაწყო. პროექტის ჯამური ინვესტიცია 17.5 მილიონი ლარია. ბანკის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი კი 3 მლნ. ევროს შეადგენს. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათვე ცნობით, შოურუმი სამ სართულზე გაშლილ 6 000 კვმ. საგამოფენო სივრცეს მოიცავს, სადაც იტალიური წარმოების საოჯახო ავეჯი, სამზარეულო, განათება, დეკორაციები და აქსესუარებია წარმოდგენილი. შოურუმის არქიტექტურასა და ინტერიერზე, ასევე, შენობის პროექტირებაზე იტალიელი და ქართველი არქიტექტორები მუშაობდნენ. შენობას საფუძვლად მწვანე კონცეფცია დაედო, რომელიც სრულად მოერგო არსებულ მრავალწლოვან ნარგავებს. შენობის ფასადის მოსაპირკეთებლად ქართული ბუნებრივი ქვა შეირჩა. შოურუმის შესასვლელი თაღი კი ქართველი მხატვრების მიერ მოიხატა, რაც შენობის ექსტერიერის განსაკუთრებულობას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს. „ჩვენი ამბავი 2013 წელს იწყება, როდესაც ავეჯის სფეროში თხუთმეტწლიანი გამოცდილების შემდეგ გადავწყვიტეთ, ავეჯის სახლი დაგვეარსებინა. გვინდოდა ქართველი მომხმარებლებისთვის, ხელმისაწვდომ ფასად, ერთ სივრცეში თავმოყრილი ყოფილიყო ყველა ის პრემიუმ კლასის იტალიური ავეჯი, რაც საჭიროა სახლის, ოფისისა თუ სასტუმროს მოსაწყობად. წლების განმავლობაში ჩვენ ვესწრებოდით ყველა მნიშვნელოვან გამოფენას, ქართულ ბაზარზე შემოვიყვანეთ მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდები და ვანახლებდით თქვენთვის მზრუნველობით შერჩეულ დიზაინერულ კოლექციებს. შედეგად, დღეს ვერონას შოურუმში წარმოდგენილია იტალიური ხარისხის მისაღები ოთახის გარნიტურები, საძინებლები, რბილი ავეჯი, სამზარეულოები, გარე ავეჯი და სხვა ნივთები, რომლებიც ხაზს უსვამს ინდივიდუალურობასა და ქმნის უსაზღვრო კომფორტის განცდას“- აცხადებს კომპანიის დირექტორი, ლევან სანიკიძე. „მოხარული ვართ, რომ ბანკის ხელშეწყობით კიდევ ერთი ბიზნესი გაფართოვდა და გაძლიერდა. მიგვაჩნია რომ სწორედ ასეთი, განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესების მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნას, გაძლიერდეს კერძო სექტორი და გაჯანსაღდეს ეკონომიკა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)