13:40 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 10:04:41, 731 ნახვა

საზოგადოება
ექიმი - გენადი ბესტაევი მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული გენადი ბესტაევი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ექიმის თქმით, გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და  კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

"პაციენტს ჩაუტარდა თავის ტვინის დეკომპრესიული ტრეპანაცია, ჰემატომის ევაკუაცია. მისი მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, მართვით სუნთქვაზეა. არასტაბილური ჰერმოდინამიკით. ჯერჯერობით კრიტიკულია მდგომარეობა. სიტუაციიდან და ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, მკურნალობას გააგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში", - ამბობს კლინიკის ექიმი გიორგი გვარამაძე.

ცნობისთვის, გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი,  გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. გვიან ღამით ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანეს.

.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics