03:40 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-16 15:08:20, 591 ნახვა

პოლიტიკა
ანა ფოტიგა - მიხეილ სააკაშვილი საქართველოს დემოკრატიული მომავლის ერთგული რჩება

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის მიწერილ წერილს ასაჯაროვებს.

ევროპარლამენტარი წერს, რომ მას სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი უთხრეს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს დემოკრატიული მომავლის ერთგული რჩება. 

„მე უარი მითხრეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე, თუმცა შვება მომგვარა მისი წერილის მიღებამ მიუხედავად მისი კრიტიკული მდგომარეობისა, ის ერთგული რჩება საქართველოს დემოკრატიული მომავლის. ამ სიტუაციის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება" – წერს ევროპარლამენტარი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics