16:02 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-16 12:34:06, 1277 ნახვა

სამართალი
ადვოკატი – რეჟიმს ეშინია სააკაშვილის სასამართლოში მიყვანა, მაშინ როცა მთავარი მესიჯი მისი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგენა იყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ სურს უკრაინის სახალხო დამცველმა ნახოს, რა პირობებში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში და ამიტომაც არ შეუშვეს მის მოსანახულებლად. 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რაც სიამოვნებს რუსეთს.

„საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რაც სიამოვნებს რუსეთს. საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ქმედებებით ცდილობს დაუპირისპირდეს საქართველოს პროდასავლურ კურსს. გარდა ამისა ადამიანების არ დაშვება მიხეილ სააკაშვილთან, მათ შორის, უკრაინის სახალხო დამცველის, ცხადია მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არ სურს უკრაინის სახალხო დამცველმა და ევროპარლამენტარებმა ნახონ, რა პირობებში და რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ამასთან, მისივე განცხადებით, რეჟიმს მიხეილ სააკაშვილის ეშინია. 

„სახელმწიფოს - რეჟიმს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მოყვანა სასამართლოში. ემალება მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილს მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავარი მესიჯი 9 წლის განმავლობაში სწორედ ის იყო, რომ სააკაშვილი უნდა წარმსდგარიყო მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხდა საძაგლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics