04:09 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-15 20:50:28, 706 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე : დღეს გვესმოდა განცხადებები - გადაიყვანეთ საავადმყოფოში, საავადმყოფოშია

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, ის კი უკვე საავადმყოფშია. მას ყველა ის სამედიცინო სერვისი ეწევა, რაც სჭირდება.

"ჩვენ გვესმის მოწოდებები, რომ "გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში". ის არის მულტიფუნქციურ კლინიკაში, "გადაიყვანეთ საავადმყოფოში", ის არის საავადმყოფოში. ისე ხმოვანდება ოპოზიციის Fake-მესიჯები, თითქოს ის არ არის საავადმყოფოში, ამ დროს ის საავადმყოფოშია.

მაგრამ თუ იმ საავადმყოფოში არ არის რაღაც სამედიცინო სერვისის გაწევის საშუალება, რა სერვისია, შეგიძლიათ, მითხრათ? რა სამედიცინო სერვისის საჭიროებაა, რაც არ ეწევა დღეს პატიმარ სააკაშვილს? კატე სჭირდება? სჭირდება? ჯერ ერთი, არის, მულტიფუნქციური კლინიკაა. მეორე, "შესაძლოა, დასჭირდეს", თქვენ რასაც ბრძანებთ, შესაძლოა, ნებისმიერ ჩვენგანს რაღაც დასჭირდეს და ამაზე პასუხისმგებლობას ყოველთვის იღებს მკურნალი ექიმი ან ორგანო. დღეს რა სჭირდება?"- განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics