04:51 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-15 16:30:00, 575 ნახვა

პოლიტიკა
სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მისასვლელი გზა გადაკეტეს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მისასვლელი გზა მარჯვენა სანაპიროს მხრიდან სამართალდამცველებს კორდონით აქვთ გადაკეტილი.

ადგილზე პოლიციის დიდი რაოდენობა მას შემდეგ გამოჩნდა, რაც "ნაცმოძრაობის" ორგანიზებით მიმდინარე მსვლელობის მონაწილეები მარჯვენა სანაპიროზე გამოჩნდნენ.

ცნობისთვის, გუშინ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დაანონსა, რომ 15:00 საათიდან 17:00 საათამდე საპროტესტო აქციებით გადაიკეტებოდა საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე. 

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის თქმითაც, აქციის გაცხადებული მიზანი, თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევა იყო. უწყების განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა პროპორციულ ძალა და სპეციალური საშუალებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics