05:31 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-14 12:17:48, 637 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ექიმები 24 საათი ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე, ვფიქრობ, სააკაშვილი საპირისპირო მდგომარეობაშია

ვგრძნობ, როგორ ზრუნავენ ადამიანზე და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის ტელევიზორში რას ვლაპარაკობ ან რას ვაკეთებ,- პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ექიმებს  მასზე ზრუნვისთვის მადლობას უხდის.

მისი თქმით, ექიმები ძალიან უფრთხილდებიან მის ჯანმრთელობას, თუმცა შეგრძნება აქვს, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპირისპირო მდგომარეობაში იმყოფება. 

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რესპუბლიკურის ექიმებს, რომლებიც მონაცვლეობით, 24 საათი ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე. აქ არანაირი პოლიტიკა, სიძულვილი, გულგრილობა არ არსებობს. ვგრძნობ, როგორ ზრუნავენ ადამიანზე და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის ტელევიზორში რას ვლაპარაკობ ან რას ვაკეთებ. სათითაოდ უფრთხილდებიან ჩემს თითო ელექტროლიტს:-) ვახო კალოიანზე ალბათ წიგნს დავწერ:-)

ამას ვწერ და ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ზუსტად საპირისპირო მდგომარეობაშია. ეს ასე აღარ იქნება! ზუსტად ვიცი!" - წერს ხოშტარია. 

ცნობისთვის, მე-11 დღეა, რაც მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ელენე ხოშტარია პარლამენტში შიმშილობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics