06:42 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 18:00:21, 718 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - რამდენიც არ უნდა სცადონ დესტრუქციულმა ძალებმა, სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ვერ შეძლებენ

რამდენიც არ უნდა სცადონ დესტრუქციულმა ძალებმა, ქართველი ხალხის თვალში სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ვერ შეძლებენ - კანონის დარღვევის ნებისმიერ მცდელობას, კანონისვე ფარგლებში უმკაცრესი რეაგირება მოყვება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქართული პოლიცია დგას სახელმწიფო სამსახურში, ზრუნავს საქართველოს მოქალაქეების და ამ ქვეყნის სტუმრების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე.

„ოპოზიცია ყველაზე ამაზრზენ მეთოდებზე აგებს დისკრედიტაციის კამპანიას და ცდილობს საკუთარ მიზნებს ჩვენი სამართალდამცავების, იმ ადამიანების ლანძღვის და შეურაცხყოფის მიყენების მცდელობების საფუძველზე მიაღწიოს, რომლებიც მზად არიან ქვეყნისა და საზოგადოების დაცულობა ნებისმიერ დროს უზრუნველყონ. მეორე მხრივ, ნამდვილად პოლიტიკური თავხედობის პიკია, როდესაც ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენი მოქალაქეების ჩაგვრის და ქართველი პოლიციელის მუნდირის ფეხქვეშ გათელვის მეტს არაფერს აკეთებდნენ, დღეს ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ იმ პოლიციელებს, რომლებიც 24 საათის მანძილზე უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, თავისუფლებას, იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და მზად არიან საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი, დადონ სასწორზე სახელმწიფო სამსახურისთვის და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.

დღეს ქართული პოლიცია დგას სახელმწიფო სამსახურში, ზრუნავს საქართველოს მოქალაქეების და ამ ქვეყნის სტუმრების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენმა სამართალდამცველმა უწყებებმა მოახერხეს და შეძლეს, წინა რეჟიმის პირობებში პოლიციის მიმართ საზოგადოებაში არსებული უნდობლობის და შიშის ნაცვლად დღეს ხალხის ნდობა და პატივისცემა მოეპოვებინათ. სწორედ, ამიტომ რამდენიც არ უნდა სცადონ დესტრუქციულმა ძალებმა ქართველი ხალხის თვალში სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ვერ შეძლებენ. მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ უწყებებს თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის, დაუღალავი შრომისთვის და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხელისუფლება აუცილებლად უზრუნველყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და კანონის დარღვევის ნებისმიერ მცდელობას, კანონისვე ფარგლებში უმკაცრესი რეაგირება მოყვება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics